მომცრო დარბაზული ეკლესია დასავლეთი მინაშენით და აღმოსავლეთი ფასადის თავისებური არქიტექტურული გაფორმებით მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს. იგი X საუკუნით ან X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება, ხოლო ეკლესიის ინტერიერში XII საუკუნის II ნახევრის მოხატულობაა შემორჩენილი.
ეკლესიის მოხატულობა მიქელ მაღლაკელის წრის მოხატულობათა რიცხვს მიეკუთვნება და თავისი ეპოქის მხატვრობის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. მიუხედავად ცუდი დაცულობისა, თვალს ხვდება როგორც მისი მხატვრული ღირსებები, ისე ტრადიციულ სცენათა უჩვეულო იკონოგრაფიული რედაქიების გამოყენება - მაგალითად, ფერისცვალება წმ. მოციქულთა ფიგურების გარეშე, რაც უფრო გვიანი დროის სვანეთის სხვა ანსამბლებშიც მეორდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ გვაქვს ერთ-ერთი უადრესი მაგალითი სვანეთის კედლის მხატვრობაში, როდესაც პილასტრები მთლიანად ორნამენტული დეკორით კი არ იფარება, არამედ მათზე ფიგურებია (ამ შემთხვევაში, ნახევარ-ფიგურები) გამოსახული.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფელის ცენტრში |
|