პროექტი
ზემო სვანეთის კედლის მხატვრობის ოდისეა წარმოადგენს კულტურულ მარშრუტს, რომელიც შეიქმნა ფართო საზოგადოებისთვის. იგი მიზნად ისახავს ზემო სვანეთის უსაზღვროდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მორევიდან გამოკვეთოს და მოგზაურების ყურადღება გაამახვილოს ისეთ გამორჩეულ ფენომენზე, როგორიცაა ზემო სვანეთის შუასაუკუნოვანი კედლის მხატვრობა. შემოთავაზებული კულტურული მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ქრისტიანული ხელოვნებით და საერთოდ ხელოვნების ისტორიით დაინტერესებულთათვის, მომლოცველებისა და პილიგრიმებისთვის, მთის კულტურული ლანშაფტებით გატაცებული მოგზაურებისთვის და საერთოდ კულტურული მარშრუტების მოყვარულთათვის.
ზემო სვანეთის კედლის მხატვრობის ოდისეა პირობითად გთავაზობთ სამ კულტურულ მარშრუტს, 1 მარშრუტი მოიცავს 26 ეკლესიას და განკუთვნილია იმ მოგზაურთათვის ვინც 10 დღით მაინც აპირებს სვანეთში გაჩერებას. მე-2 და მე-3 მარშრუტები უფრო ხანმოკლე ვიზიტორებისთვის იძლევა რჩევებს იმის მიხედვით თუ სად არიან დაბანაკებულები. ლატალისა და ბეჩოს თემში თუ კალასა და უშგულის თემში. კონკრეტული ეკლესიის მოხატულობის გარდა ვებსაიტზე ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია კონკრეტული ეკლესიის მიმდებარე სოფლებში რა ტრადიციულ საქმიანობასა და ხელოსნობას ეწევიან, სად შეიძლება დაბინავება და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია.
პროექტი განხორციელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს დახმარებით. პროექტის კონცეფცია შთაგონებულია, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის პუბლიკაციით, ზემო სვანეთი. შუასაუკუნოვანი კედლის მხატვრობა. შემდგენელი, ხელვნებათმცოდნეობის დოქტორი, მარინე ყენია. 2010 წ.
პროექტის ხელმძღვანელი - ნატო ცინცაბაძე
ექსპედიციის ხელმძღვანელი - მარინე ყენია
ექსპედიციის მონაწილენი - ლია ბოკუჩავა, ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი, მანანა თევზაძე, მაქი კვიციანი.
პროექტის მენეჯერი - მარიამ ხურცილავა