• ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

  • ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

ხეს ბარბალის (წმ. ბარბარეს) ეკლესია

X-XI საუკუნეთა მიჯნის მომცრო დარბაზული ეკლესია კალას თემის სოფელ ხეში მდებარეობს და აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადების მოხდენილი არქიტექტურული გადაწყვეტით იპყრობს ყურადღებას. ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა XIII საუკუნით თარიღდება. 

ხეს ეკლესიის მოხატულობა თავისი ეპოქის ე.წ. ხალხური ნაკადის მოხატულობათა ჯგუფს განეკუთვნება და ამ ყაიდის მხატვრობის მეტად საგულისხმო ნიმუშს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეპოქის ე.წ. ხალხური მოხატულობანი მხოლოდ ზემო სვანეთშია შემორჩენილი. 

ხეს ეკლესიის მოხატულობაში განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა ზემო სვანეთის ე.წ. ხალხური ნაკადის მოხატულობათათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშან-თვისებები, ისევე როგორც სახელდობრ ამ მხატვრობისთვის ნიშნეული თავისებურებანი - ფერთა სიხალისე, სახეთა ცოცხალი მეტყველება, ალალი მიამიტობა, განცდის სიწრფელე, მინიმალური საშუალებებით მაქსიმალური მხატვრული ეფექტის შექმნის უნარი. 

ყურადსაღებია, მოხატულობის პროგრამაში წმ. მთავარანგელოზთა თემის განსაკუთრებული აქცენტირება, რაც მათი გამოსახულებების სიმრავლითა თუ სხვა ფიგურებთან შედარებით, მასშტაბითაც მათი გამოყოფითაა მიღწეული. ეს კი შესაძლებელს ხდის, ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად ეკლესია, შესაძლოა, წმ. მთავარანგელოზთა სახელზე იყო აგებული. 

მნიშვნელოვანია ისიც, ხეს ეკლესიაში თავდაპირველ ადგილზე, კანკელის ანტაბლემენტზეა, შემორჩენილი XIII საუკუნის მოხატული ეპისტილიონი ვედრების ვრცელი რიგით.  

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ
გასაღები ინახება რაულ გულბანთან

სასტუმროები

სასტუმრო „ვიჩნაში“

სასტუმროს ლოკაცია
Booking ის ბმული


სასარგებლო ინფორმაცია

Booking https://www.booking.com/hotel/ge/vichnashi.html
ფეისბუკი https://www.facebook.com/kitchenvichnashi

სასტუმრო „ფესვები“

სასტუმროს ლოკაცია
Booking ის ბმული

უჩას საოჯახო სასტუმრო

Google map ბმული