• იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

იფრარის თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

მოზრდილი დარბაზული ეკლესია კალას თემის სოფელ იფრარში მდებარეობს. იგი, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებშია აგებული და მის ინტერიერს 1096 წელს შექმნილი მოხატულობა ამკობს, ხოლო სამხრეთი ფასადის მოხატულობა XII საუკუნით თარიღდება.

იფრარის ინტერიერის მოხატულობა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ ზემო სვანეთში შექმნილ მოხატულობათაგან უადრესია, რასაც კანკელის ანტაბლემეტზე შემორჩენილი ვრცელი წარწერა გვიდასტურებს, რომელშიც არა მარტო ეკლესიის მოხატვის ზუსტი თარიღი და მხატვრის ვინაობაა აღნიშნული, არამედ მისი დამკვეთიც - კალას მთელი თემი. წარწერაში ნათქვამია: „ქ. სახელითა ღმრთისაჲთა მოიხატა და შეიმკო წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ სალოცველად ამის ჴევისა ყოველთა: დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და სულისა მიცვალებულთა მათთისა. წმინდანო მთავარანგელოზნო შეიწყალენ ორითავე ცხორებითა. ამენ. მოიხატა დასაბამითგანთა წელთა ხჴ, ქრონიკონსა ტივ ჴელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა. წმინდანო მთავარანგელოზნო შეიწყალეთ“. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარწერაში მითითებულია თევდორეს ტიტული - მეფის მხატვარი - რაც, ერთის მხრივ, სამეფო კართან მის სიახლოვეს, მეორეს მხრივ კი, სამეფო კარზე თვით  ამგვარი წოდების არსებობას ადასტურებს; არანაკლებ საგულისხმოა ისიც, რომ მოხატულობის დამკვეთი კალას თემის მთელი მოსახლეობაა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა კედლის მხატვრობაში.

იფრარის მოხატულობაში სრული სიცხადით გამოვლინდა თევდორეს შემოქმედებისა და მისი განუმეორებელი ხელწერის თავისებურებანი - ერთის მხრივ, სვანური ფერწერული სკოლის განვითარების ადრეულ ეტაპზე შემუშავებულ მიდგომათა თუ დამკვიდრებულ ტრადიციათა თავმოყრა-განვითარება-განზოგადება და მეორეს მხრივ, მხატვრული დახვეწილობის მწვერვალამდე მათი ამაღლება და საკუთარი დროის მოთხოვნებთან მათი ორგანული დაკავშირება. ეს ვლინდება როგორც მოხატულობის საერთო იდეურ გადაწყვეტაში, რომელიც ძალზე რთული საზრისისმიერი მახვილებით შეკავშირებულ პროგრამას, მართლმადიდებლობის ერთგვარ „აპოლოგიას“ წარმოგვიდგენს, ისე ანსამბლის საერთო აგების სიმწყობრესა და მკაფიოებაში, მის შემადგენელ ცალკეულ ნაწილთა კლასიკურ ურთიერთშეპირობებულობასა და ურთიერთსიმეტრიულობაში.

თევდორეს გამოკვეთილად ინდივიდუალური, ადვილად ცნობადი ხელწერა განსაკუთრებით მკაფიოდ მონუმენტურ, მძლავრ ფიგურათა საერთო ხასიათში, მათი სახისა და სამოსის დამუშავების მანერაში შეიგრძნობა, რაც ამ ძლიერი შინაგანი მუხტის მატარებელ გამოსახულებებს ხაზგასმულ ექსპრესიულობასა და უდიდეს ემოციურ გამომსახველობას განაპირობებს. 



სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით

სასტუმროები

სასტუმრო „ვიჩნაში“

სასტუმროს ლოკაცია
Booking ის ბმული


სასარგებლო ინფორმაცია

Booking https://www.booking.com/hotel/ge/vichnashi.html
ფეისბუკი https://www.facebook.com/kitchenvichnashi

სასტუმრო „ფესვები“

სასტუმროს ლოკაცია
Booking ის ბმული

სასტუმრო „ბეთეგი“

სასტუმროს ლოკაცია
Booking ის ბმული

უჩას საოჯახო სასტუმრო

Google map ბმული