• წვირმის მაცხოვრის ეკლესია

  • წვირმის მაცხოვრის ეკლესია

  • წვირმის მაცხოვრის ეკლესია

წვირმის მაცხოვრის ეკლესია

მოზრდილი დარბაზული ეკლესია სამმხრივი გარშემოსავლელით წვირმის თემის სოფელ წვირმში მდებარეობს. იგი X საუკუნეშია აგებული და მის ინტერიერს XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობა ამკობს, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მოწაფის მიერაა შექმნილი.

ეკლესიის მოხატულობაში არსებითად განმეორებულია ის მიდგომა მხატვრობის ანსამბლის საერთო გადაწყვეტისადმი, რაც მეფის მხატვარ თევდორეს შემოქმედებაში იხილვება. ამაზე მეტყველებს საკურთხეველში ნაკიფარის მხატვრობის ანალოგიური სქემის გამოყენება, საუფლო დღესასწაულთა ციკლიდან მცირე რაოდენობის იგივე სცენების შერჩევა, რასაც თევდორეს მიერ მოხატულ ეკლესიებში ვხედავთ, ეკლესიის ინტერიერში მოხატულობის განფენა მონუმენტურ-არქიტექტონიკური  სტილის პრინციპებიდან გამომდინარე.

ოსტატის უდაოდ კარგ პროფესიულ დონეზე მეტყველებს ფიგურათა საერთო ხასიათი, ფერთა ჰარმონიული შეხამება, პლასტიური ხაზის გამომსახველობა, მიდრეკილება თავისებური დეკორატიულობისკენ, რაც მხატვრობის ამჟამინდელი, საკმაოდ შელახული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც სათანადო ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს სოფელის ცენტრში

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

როსტომ და თემურ თამლიანები, სოფელი წვირმი

მამა-შვილი ხის ოსტატები. თემურ თამლიანი ამზადებს ხის ჭურჭელს. ისინი აგრეთვე ფლობენ კირისა და ბენდიკის - სამშენებლო მასალის, ასევე ყავარის მომზადების ტრადიციულ ცოდნას.

ხათუნა მიქიანი-აბდელანი, სოფელი წვირმი

ატარებს სვანური მარილის მომზადებისა და კულინარიულ მასტერკლასებს.