• წვირმის თარინგზელ-ზაგარის (ზაგარის უბნის წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • წვირმის თარინგზელ-ზაგარის (ზაგარის უბნის წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

  • წვირმის თარინგზელ-ზაგარის (ზაგარის უბნის წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

წვირმის თარინგზელ-ზაგარის (ზაგარის უბნის წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესია

ორსართულიანი ეკლესია, რომელიც სხვადასხვა დროის აღმშენებლობის კვალს ატარებს, წვირმის თემის სოფელ წვირმში მდებარეობს. თავდაპირველი, ძალზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ბრტყელი საკურთხევლით, XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო ქვედა სართულის ვრცელი სამმხრივი გარშემოსავლელი და მომცრო ზედა ეკლესია XIV საუკუნეშია დამატებული. ქვედა, ძირითად ეკლესიაში XIII საუკუნის, უკიდურესად დაზიანებულ-ფრაგმენტირებული მხატვრობაა შემორჩენილი. 

ეკლესიის მოხატულობა თავისი ეპოქის მხატვრობის მრავალმხრივ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. მასში კარგად ჩანს დინამიურ-დეკორატიული სტილის მოთხოვნათა სათანადო გათავისება, განსაკუთრებით, მოხატულობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თვალსაზრისით და მისი თავისებური რიტმული ორგანიზება. უმაგალითოა საკურთხეველში გამოსახული ვედრების იკონოგრაფიული რედაქცია, ასევე აღსანიშნავია ინტერიერში სრულიად სადა, არქიტექტურულად დაუნაწევრებელი გრძივი  კედლების ფერწერით შესრულებული თაღნარით გამშვენება. ყურადღებას იპყრობს წმ. მოემართა ფიგურების სიმრავლე და ეკლესიის პატრონის თემის აქცენტირება წმ. მთავარანგელოზთა კრების (ამჟამად, სამწუხაროდ, დაღუპულია) მოხატულობის პროგრამაში ჩართვით, რაც ერთ-ერთი უადრესი მაგალითია ამ კომპოზიციის გამოსახვისა სვანეთის კედლის მხატვრობაში. 

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს სოფელის სამხრეთ-დასავლეთ კისეში, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება
გასაღები ინახება გიორგი კორძაიას ოჯახში

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

როსტომ და თემურ თამლიანები, სოფელი წვირმი

მამა-შვილი ხის ოსტატები. თემურ თამლიანი ამზადებს ხის ჭურჭელს. ისინი აგრეთვე ფლობენ კირისა და ბენდიკის - სამშენებლო მასალის, ასევე ყავარის მომზადების ტრადიციულ ცოდნას.

ხათუნა მიქიანი-აბდელანი, სოფელი წვირმი

ატარებს სვანური მარილის მომზადებისა და კულინარიულ მასტერკლასებს.